saqarTvelos mwvervalebi - SoTa rusTavelis mwvevali
შოთა რუსთაველის მწვერვალი - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე (ბეზენგის კედელზე), მწვერვალ შხარის დასავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 4960 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და გნაისებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საბჭოთა პერიოდში პირველად მწვერვალზე სამხრეთი მხრიდან ავიდნენ 1937 წელს ქართველი ალპინისტები ა. გვალია და რ. კვიციანი და მას შოთა რუსთაველის სახელი უწოდეს.